LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გოგიჩაიშვილი: „ყოველი დღე ყველაზე დიდი ბავშვის, გოგიჩასია.. რამდენი თაობა გაზარდა და გაულამაზა ბავშვობის წლები…“

196
BeFunky-collage123412 3 4sdf (9)

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით  ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ის ბავშვობის მოგონებებსა და ოჯახურ სითბოზე წერს და მადლიერებას გამოხატავს მშობლების მიმართ, რომლებმაც მას, როგორც ნანუკა აღნიშნვს, ზღაპრული ცხოვრება შეუქმნეს.

„ყველა დღე თქვენია ჩვენო ანგელოზებო და ყოველი დღე კიდევ ყველაზე დიდი ბავშვის გოგიჩასიაა. რამდენი თაობა გაზარდა და გაულამაზა ბავშვობის წლები.

მამა როცა 3 წლის წინ მშობელი გავხდი, კიდევ უფრო უსაზღვროდა დავაფასე თქვენი, როგორც მშობლების მოთმინების უნარი და სიბრძნე, რასაც ყოველდღიურობაში გვიზიარებდით. ერთი ცუდი დღე არ მქონია თქენთან გატარებული ყოველი დღე ზღაპარს გავდა.

დაე ყველა ბავშვს ჰქონდეს ასეთი ფერადი სამყარო, რაც ჩემმა მშობლებმა შემიქმნეს და კიდევ უკეთესი.

პს: 2 წლის აივი ბასტი ბუბუს კონცერტზე ბაბუსთან ერთად ასრულებს სიმღერას, ბოლოს სიტყვები „გოგიჩა ბაბუ მიყვარხარ ! მიყვარხაარ!“ პირველივე ცდაზე ჩაწერა და მოეფერა ბაბუს“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g