LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გუდავაძე და სკარლეტ იოჰანსონი ერთი და იმავე ბრენდის კაბებს იცვამენ

11071
111111

ბერა ივანიშვილის მეუღლე, ნანუკა გუდავაძე ოჯახთან, ქმართან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და საახალწლოდ ყველას მხოლოდ საუკეთესო სურვილებს უგზავნის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze)

ამ ფოტოზე ნანუკას ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის კაბა აცვია. Marchesa ამერიკაში, კერძოდ, ნიუ იორკში დაფუძნებული ბრენდია, რომელიც ჯორჯინა ჩეპმენსა და კერენ კრეიგს ეკუთვნით. სხვათა შორის, ჯორჯონა ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი მეუღლეა და ის მას მერე მიატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაინშტაინი თავისი ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობდა და ქალებს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა, ასევე ცნობილ მსახიობებს მიუთითებდა, რომ მის ფილმებში მეუღლის მიერ შექმნილი კაბები ჩაეცვათ.

სხვათა შორის, ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ბრენდს სერიოზული პრობლემები შეექმნა გაყიდვებთან დაკავშირებით. 2018 წელს ცნობილმა მსახიობმა, სკარლეტ იოჰანსონმა ბრენდის რეაბილიტირება გადაწყვიტა და Met Gala-ზე Marchesa-ს მიერ შექმნილიო შინდისფერი ყვავილებიანი კაბით გამოჩნდა, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ეს ბრენდი სპეციალურად ჩაიცვა იმ ქალების დასაფასებლად, რომლებიც მის უკან დგანან.

Marchesa-ს ყვავილებიანი კაბა, რომელიც ნანუკა გუდავაძეს ფოტოზე აცვია, 2019 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა. ამჟამად მისი ყიდვა ერთ-ერთ საიტზე შეუძლებელია, რადგან ის საკმაოდ მოტხოვნადი მოდელია და ყველა გაიყიდა, ამიტომ ფასი არ არის მითითებული, თუმცა ბრენდის კაბები, ფასდაკლების შემთხვევაშიც კი, მინიმუმ 500 დოლარიდან იწყება და ზოგის ფასი 10 000 დოლარსაც აღწევს, გააჩნია ნამუშევრის სირთულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g