LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: „40 წელი ადრე ცხოვრების დასასრული მეგონა და თურმე დასაწყისი ყოფილა, მიყვარხართ, დიდი მადლობა ჩემი დაბადების დღის გაფერადებისთვის“

3520
BeFunky-collage

ნანუკა გულუა, რომელიც ახლახან იუბილარი იყო, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ტელეწამყვანი წერს, 40 წელი თურმე ცხოვრების დასაწყისი ყოფილა.

ამასთან, ნანუკა დაბადების დღის მოლოცვისთვის საჯარო მადლობას იხდის.

ვიდეო: „მადლობა ღმერთს ყველა ოცნების ასრულებისთვის! მადლობა თქვენი უსაზღვრო სიყვარულისთვის“ – ნანუკა გულუა იუბილარია

„40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა:) ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი,ახლა რომ ვფიქრობ ენერგეტიკა იყო ის რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში…სულ ნანუკა,ნანუკა ისმოდა გარშემო – უფრო სწორედ ნანული,ნანული :)) ამ ყურადღებაში და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში,უბანში,სკოლაში,წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში :)) გაზულუქებული ამდენი სიყვარულით ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც,სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა -პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა ,დიდხანს მაკვირდებოდა ისე:)) მერე ნინათი რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა,მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას, საოცნებო სამსახური სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი  ბედნიერებისთვისაა მომართული, ჩემი სუპერძალა-მეგობრები და ჩემი ოჯახი, რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება❤️ არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია, არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი :)) მიყვარხართ, დიდი მადლობა ჩემი დაბადების დღის გაფერადებისთვის“ – წერს ნანუკა გულუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g