ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და წონასთან დაკავშირებით წერს.
„ცოლად რომ გავყევი კახას, სკამის მერვედზე შემეძლო ჩამოჯდომა და ახლა 8 სკამზე ვზივარ,“ – წერს ნანუკა ხუმრობით.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი მესამე პატარას მოლოდინშია.
ნანუკა გულუა და კახა კაშია გოგონას ელოდებიან.
„ნინაზე, იკუნაზე…“- ნანუკა გულუამ მესამე შვილის სქესი გაამხილა – რას დაარქმევს ახალშობილს
შეგახსენებთ იმასაც, რომ წლების წინ ნანუკა გულუა საგრძნობლად გახდა.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, მაშინ მან წონაში ყველანაირი ოპერაციისა და წამლების გარეშე დაიკლო.
ნანუკა ამბობს, რომ სამომავლოდ იმავე გზის გავლას გეგმავს, რათა სასურველი წონა დაიბრუნოს.
