LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: „მე ჩემ წილ ევროპელობას პირნათლად ვასრულებ, ასე ვფიქრობდი შარშანაც… წელს არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი ადამიანი გავაჩინე.. ჩემი შვილები განათლებას ევროპაში მიიღებენ“

1867
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ახლახან შეძენილი შვილის, იკას ვიდეოს და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ტექსტს აქვეყნებს.

„ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ – ნატალია ყიფშიძე და ნია გუნავა აქციიდან ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს გვიზიარებენ

„ჩემი შვილები მიიღებენ ევროპაში განათლებას, მათ ყველაზე ევროპელი დედა ზრდის, რომელიც ადამიანებს არ არჩევს სქესის, რელიგიის, ეროვნების, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების, სამუშაო ადგილის, ორიენტაციის მიხედვით! არავის ჩაგრავს, შეურაცხყოფს, ურტყამს, სტკენს, არამედ ადამიანები უყვარს, ყველას აზრს პატივს სცემს, ერთგულობს… ამას ვასწავლი მათაც!

მე ჩემ წილ ევროპელობას პირნათლად ვასრულებ, ასე ვფიქრობდი შარშანაც… წელს არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი ადამიანი გავაჩინე, რომელიც მშვიდობიან, ევროპულ საქართველოში იცხოვრებს!“, – წერს ნანუკა გულუა.

„არა ბიჭოს, მოსკოვს დაეკითხებოდა“ – ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ფოტოს ეხმიანება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები