LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა ქორწილზე: „მე, როგორც ჭეშმარიტი მეგრელი მინიმუმ 500 კაციანი ქორწილი, ვიწრო წრეში ყოველთვის მინდოდა. მაგრამ ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემ ქორწილში მეგრელები უმცირესობაში იყვნენ და იმერეთში იყო“

504
ფორტუნა - 2023-04-02T201758.046

გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ მისი ქორწილის ამბები გაიხსენა.

მისი თქმით, თუ 800 კაცს უხარია შენი ბედნიერება და შენ გინდა, ამდენივე ადამიანს გაუზიარო შენი ბედნიერება, ამას არაფერი სჯობს.

„თუ კი გყავს რვაასი მეგობარი, გულშემატკივარი, ნათესავი, ახლობელი – ვისი დანახვაც გიხარია რატომაც არა, უნდა გქონდეს დიდი ქორწილი და იქციო ეს დღე ზეიმად“. – ამბობს ნანუკა და იხსენებს:

„მე, როგორც ჭეშმარიტი მეგრელი მინიმუმ 500 კაციანი ქორწილი, ვიწრო წრეში ყოველთვის მინდოდა. მაგრამ ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემ ქორწილში მეგრელები უმცირესობაში იყვნენ და ქორწილი იმერეთში იყო.

ასე ვგეგმავდი და მართლა ასე მინდოდა, რომ ჩემს ქორწილში შორეული ნათესავები, მამიდაშვილის შვილიშვილი ყოფილიყო, რეალურად მაშინ რომ უნდა გაიცნო.

ყველა კლასელი და ყველა ჯგუფელი რომ მოვა და ბევრნი რომ ხართ.. ვგიჟდებოდი ასეთ ქორწილებზე, მაგრამ რაღაც პერიოდი იმასაც ვამბობდი, რომ ზღვის პირას მინდოდა ქორწილი ბალერინებით, თეთრი კაბით და დიჯეით. მაგრამ იმ ასაკში დავქორწინდი, რომ ჩემი მეგობრებიდან დიჯეიზე გამრთობი აღარავინ იყო“. – ამბობს ნანუკა გულუა, რასაც წამყვან ნანიკო ხაზარაძის რეპლიკა მოჰყვა.

„50 წლის რომ გავხდი, მერე დავიწყე ძიგძიგი, მყავს კლასელი, რომელმაც წელს დაიწყო დიჯეობა და ყველაზე შემოსავლიანი დიჯეია“.

რასაც ნანუკა გულუას პასუხი მოჰყვა: „ჩვენც რომ გავხდებით, 50 წლის, ალბათ მოგვინდება ძიგძიგი, დაგვაცადე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g