LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: „თანამედროვე თინეიჯერების მეშინია!..“

493
nanukagulua

ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულია გადაცემაში „ქალები“ საუბრობს იმის შესახებ, რომ თანამედროვე თინეიჯერების ეშინია.

ნანუკა გულუა:

„მე მეშინია თინეიჯერების… მთელი გულით. მართლა. ძალიან მიყვარხართ ყველა, გკოცნით, მაგრამ ძალიან მეშინია, განსაკუთრებით ჩვენი თანამედროვე თინეიჯერების. ჯერ ერთი, არიან ძალიან სასტიკები. ბიჭი თინეიჯერები რომ არიან შეკრებილები, იქ ჩავლის სერიოზულად მეშინია. „ეე, ბიჭო“, რაღაცებს გეძახიან. არ დაკვირვებიხართ, გიჟებივით არიან. ამ ასაკში ჰორმონების, ზრდილობა-უზრდელობის, თავისუფლება-ართავისუფლების ზღვარზე არიან და ფსიქოპათებივით იქცევიან… გოგონები არიან საშიში იმიტომ, რომ სახეზე არიან გასულები ამქვეყნიდან, სადღაც არიან. ბავშვობიდან მეშინია, გრძელთმიანი გოგონების, საშიშ ფილმებში რომ არიან. მაგათ ჰგვანან ყველანი, უფერულები… რომ ჰკითხავ რაღაცას და რომ გპასუხობს, ვერ იგებ, რას გეუბნება…“

ვიდეო: აჩიკო გულედანის ქალიშვილი ამჯერად ნანუკა გულუას დაუპირისპირდა: „შეიძლება, ვინმემ უტიფრად ჩამთვალოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g