LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა უცხოეთიდან გამხდარი და მშიერი ბრუნდება  

5473
ნანუკა

მსახიობი ნანუკა გულუა საკუთარი კულინარიული შესაძლებლობების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას იქაურ საჭმელს არ მიირთმევს და საქართველოში გამხდარი ჩამოდის:

ნანუკა გულუას მომავალი მეუღლე მეგობარმა გააცნო:  „ისე გავთხოვდი, მიყვარხარ არ უთქვამს…“

„უცხოეთში რომ მივდივარ, გამხდარი და მშიერი ჩამოვდივარ, რადგან არ მომწონს უცხო გემო. მიყვარს მხოლოდ ქართული კერძები, ის საკვები, რაც ვიცი, რისგან მზადდება. დაილოცოს ღომი, ელარჯი და გებჟალია!..

სხვათა შორის, სიცხარის დოზას ვერ ვგრძნობ. არანაირ საჭმელზე არ შემიძლია ვთქვა: „უი, რა ცხარეა!“ მეგრელებს ისე გვაქვს პირის გემო მოწყობილი, რომ სიცხარეს ვერ ვგრძნობთ, თუმცა როცა საჭმელს ვაკეთებ, ყოველთვის ვითვალისწინებ სტუმარს, ამიტომ ჩემი კერძები ძალიან ცხარე არასდროს არის, მაგრამ მაინც იკბინება…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები