ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.
ნანუკა წერს, რომ ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ზღვაზე ისვენებს, მიუხედავად დაღლილობისა კი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.
„ზღვაზე ვართ მე და კახუნა ძიძის გარეშე და გაგიჟების პირას…დაღლილები, რუჯის გარეშე, ალკოჰოლის გარეშე, ღამის კლუბების და ფესტივალის გარეშე…მე ჩემთვის არასასიამოვნო სხეულში ჩამჯდარი ვზივარ და ვიხსენებ ჩემი წარსულის უბრდღვიალეს არდადეგებს და გულწრფელად გეუბნებით არასოდეს ვყოფილვარ მსგავსად ბედნიერი…არასოდეს!!! – წერს ნანუკა და შვილების ფოტოებს გვიზიარებს.


