მსახიობი ნანული სარაჯიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისი სხვანაირი გახდა, ხალხის ერთმანეთთან დამოკიდებულება შეიცვალა, რის გამოც ძალიან წუხს.
ცნობილი მსახიობი გამოცემას უყვება, რომ მისი ახალგაზრდობის დროინდელი თბილისი ენატრება:
ვიდეო: „არ დამცინოთ – კალათბურთელი ვიყავი“ – რას ჰყვება ნანული სარაჯიშვილი ბავშვობის თამაშებზე
„იმ დღიდან დავიწყე – სკოლებში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. კარგად ვთამაშობდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ერთი ვარჯიში არ გამიცდენია“ – იხსნებს ნანული სარაჯიშვილი.
„სხვანაირი გახდა თბილისი, შეიცვალა ხალხის ერთმანეთთან დამოკიდებულება. რატომღაც ბევრი აგრესია წამოვიდა, რომელიც ძველ დროში ნამდვილად არ იყო. იმ ასაკში ვარ, ძველი ყველაფერი კარგად მახსოვს და ახალთან შედარებას რომ ვაკეთებ, გული მტკივა.
თბილი ურთიერთობა იყო, ყველანი ოჯახის წევრებივით ვცხოვრობდით, საოცარი მეზობლობა, მისალმება, მოკითხვები გვქონდა. სად წავიდა ეს ყველაფერი? ამაზე სულ ვფიქრობ, ეს აგრესია რამ მოიტანა? ამ ქალაქში ასეთი ხალხი არ ცხოვრობდა. ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე.
ჯავახიშვილის, ბარნოვის ქუჩებზე მცხოვრებლებზე ვამბობდით, ჩემი მეზობელიაო. ახლა მეზობლობაც აღარ არის, ვერ გაიგებ, ვინ შემოდის, ვინ გადის, ძველმა მეზობლებმა ბინები გაყიდეს, ზოგი გარდაიცვალა, თითქმის აღარავინ ცხოვრობს. ჩემი ახალგაზრდობის თბილისი მენატრება“, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ მსახიობი.