მსახიობი ნანული სარაჯიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლომდე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს.
მსახიობი კითხვაზე რა არის თავისუფლება პასუხობს, რომ პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობა:
ნანული სარაჯიშვილი: „სხვანაირი გახდა თბილისი, გული მტკივა, საოცარი მეზობლობა, მისალმება, მოკითხვები გვქონდა – სად წავიდა ეს ყველაფერი? ეს აგრესია რამ მოიტანა? ამ ქალაქში ასეთი ხალხი არ ცხოვრობდა“
ცნობილი მსახიობი ამბობს, რომ მისი ახალგაზრდობის თბილისი ენატრება.
„პასუხისმგებლობა. ზოგს უზრდელობა, უხეშობა და აღვირახსნილობა ჰგონია. ბოლომდე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს.
როცა შენ რაღაც ვალდებულებები გაქვს, როგორ შეიძლება ბოლომდე თავისუფალი იყო. თუმცა არსებობს არჩევანის თავისუფლება, როგორ იცხოვრო, როგორი იყოს ყოველდღიურობა.
ვთვლი, რომ ზომიერებაა საჭირო, ზღვარგადასული თავისუფლებაც არ ვარგა“, – ამბობს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი კვირის პალიტრასთან.