ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პრემია Innovator Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ყოველწლიურად The Wall Street Journal უკეთებს ორგანიზებას. ღონისძიებას ტრადიციულად მრავალი ვარსკვლავი ესწრება და არც წლევანდელი ვახშამი გახდა გამონაკლისი. მიუხედავად მკაცრი დრეს-კოდის არ არსებობისა, ვარსკვლავებმა უპირატესობა შავ ფერს მიანიჭეს. საინტერესო ის არის, შავი ფერის სამოსი მოსაწყენად სულაც არ გამოიყურებოდა.
მაგალითად, 47 წლის ნაომი კემპბელმა ძალიან უჩვეულო იმიჯი აირჩია. მოდელი საღამოზე ასიმეტრიული კოსტიუმით მივიდა, რომელიც ინდურ სარის გავდა.
მოდელის სახეს კი უჩვეულო მორთულობა ამშვენებდა – ინდოელი ცოლის ერთგულების სიმბოლო.
სტუმრებს შორის იყვნენ ასევე რიზ უიზერსპუნი ქალიშვილთან ერთად, გვინეტ პელტროუ და სხვები.

