Apple TV+ 90-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. სერიალში მონაწილოებას ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ტოპ-მოდელები სერიალის პროდიუსერების როლსაც მოირგებენ, პროექტის რეჟისორი კი ოსკაროსანი ბარბარა კოპლი იქნება.
„იმედი გვაქვს, რომ სერიალში ასახული ჩვენი ცხოვრება მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებისთვის მოტივაციისა და შთაგონების წყაროდ იქცევა“, – განაცხადა კემპბელმა.
სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.