LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაქერალის უღელტეხილზე კოლხური ბზის კორომები შეწამლეს

292

ეროვნული სატყეო  სააგენტოს  მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიროტიაზე ბზის ალურით დაზიანებული კოლხური  ბზის კორომების შეწამვლითი ღონისძიებები  ხორციელდება.  ნაქერელას უღელტეხილზე 20 ჰექტარამდე ფართობი შეიწამლა. მიმდინარე  სამუშაოებს  სააგენტოს უფროსი, თორნიკე გვაზავა  ადგილზე გაეცნო.

ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის კორომების შეწამვლას საქართველოს სამ რეგიონში – იმერეთში, გურიასა  და სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წლიდან ახორციელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეწამვლითი სამუშაოები სამჯერ, 400 ჰა ფართობზე განხორციელდა,  რასაც 2017 წელს დაემატა  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი.  მთლიანობაში, გასულ წელს ბილოგიური პრეპარატით  შეიწამლა 550 ჰექტარი ბზით დაფარული ფართობი.

მიმდინარე წელსაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ბზის კორომები სამჯერ შეიწამლება საქართველოს სამ რეგიონში – იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში. ასევე, მავნებლის ინტენსიური მონიტორინგისა და დიდი რაოდენობით დაჭერა-განადგურების მიზნით, ბზის კორომებში განთავსდება 1500 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, იგეგმება ასევე ალტერნატიული ბრძოლის სხვადასხვა ღონისძიებების გამოცდაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g