LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნარცისი” საახალწლოდ “დათუნიას” და “წითელქუდას” გამოუშვებს

330

საკონდიტრო ”ნარცისი” საახალწლოდ ”დათუნია” და ”წითელქუდა” კანფეტებს გამოუშვებს. პროდუქციის წარმოება უკვე დაწყებულია და ახალი კანფეტების შეძენას მომხმარებელი 15 დეკემბრიდან შეძლებს. როგორც ”ფორტუნას” შპს ”ნარცისის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით დარასელიამ განუცხადა, ”დათუნია” და ”წითელქუდა” კანფეტები იქნება 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქცია, ემულგატორების გარეშე.

”ზოგადად, ჩვენი საკონდიტრო ბაზარზე თავს უმაღლესი ხარისხით იმკვიდრებს და სწორედ ამით უწევს კონკურენციას ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებს. ამასთან, ჩვენი ფასებიც საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ვცდილობთ, ვიყოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 80-ამდე დასახელების პროდუქციას”, – აღნიშნა დარასელიამ.
მისივე ინფორმაციით, ”ნარცისის” საკონდიტრო ნაწარმი სრულიად საქართველოს მასშტაბით, როგორც დიდ სავაჭრო ქსელებში, ისე მცირე ზომის მარკეტებში იყიდება. გარდა სერიული წარმოებისა საკონდიტრო შეკვეთებზეც მუშაობს.

ცნობისთვის, ”ნარცისის” თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონდიტრო თბილისში მდებარეობს. აქ 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ბრენდი საკონდიტრო ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები