LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში ორი პირი დააკავეს

53
11

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბათუმში, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი – თ.ქ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 29 აბი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისა ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g