ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს ე.წ. „აბაზანის მარილის“ შესახებ, რომელზე დიალოგიც, მისი თქმით, დღეს ბევრ ახალგაზრდას აქვს. მისი მოხმარება კი უმძიმესი შედეგებით სრულდება.
ზურა სიხარულიძე:
„იცი, ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. წ აბაზანის მარილი). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ…“
ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის!.. და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დაზიანებებით. არ მეგონა, თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახან დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს. დღე არ გავა, რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლიერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით.
ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქართველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსგავს ნარკოტიკულ საშულებებს. აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველებისა და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზიანებებში!.. აგრეთვე ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარკტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით.
ზუსტად შსს – ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშუალებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღვაში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს. ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია, თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა.
ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!“
