LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოლოგი ასახელებს 10 გარემოებას, რომელიც საქართველოში ნარკოტიკებით გარდაცვალებას უწყობს ხელს

765
სიხა

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებით შექმნილი მძიმე სიტუაციის 10 მიზეზს ასახელებს.

ამასთან, ნარკოლოგი 31 აგვისტოს დღის მნიშვნელობაზე წერს და აცხადებს, რომ ნარკოლოგიური პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

“31 აგვისტო ნარკოტიკებით ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. პრობლემა კვლავ აქტუალურია და ქმნის საკმაოდ მძიმე სურათს.
დღევანდელ დღეს მსოფლიო იხსენებს ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ზედოზირების გამო. არც საქართველოა გამონაკლისი. თითოეული ამ ადამიანის ისტორია ინდივიდუალურია და მათი გარდაცვალება დიდ წილად განპირობებულია ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ისეთი პრობლემით, რომელიც წლების მანძილზე რჩება გადაუჭრელი. წელს დამატებით სირთულეებს ქმნის Covid 19 – ით შექმნილი ვითარება, რომელიც საკმაოდ მძიმედ შეეხო ნარკოტიკების მომხმარებლებს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გამოწვევებზე ბევრჯერ მისაუბრია, არ დამეზარება და განვმეორდები, რომ ქვენაში არსებულ ვითარებას ხელს უწყობს შემდეგი გამოწვევები:
1. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა
2. ნალოქსონის რეცეპტურაში არსებობა
3. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ზედოზირებები და მასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების სერვისების არარსებობა
4. ბაზარზე მუდმივად ახალი, უცნობი და არაიდენტიფიცირებული ნივთიერებების გამოჩენა, რომელთა ირგვლივ არ არსებობს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება
5. ნარკოტიკის მომხმარებელ თემში საკმარისი პრევენციული ღონისძიებების არარსებობა
6. ნარკოტიკის მომხმარებელ თემში პანდემიის ფონზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავება და ზიანის შემცირების სერვისებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინტერვენციების არარსებობა
7. სტიგმა / დისკრიმინაცია
8. მოხმარების კრიმინალიზაცია
9. საერთაშორისო პრაქტიკის გაუთვალისწინებლობა ისეთ სენსიტურ საკითხებზე, როგორიცაა სამედიცინო მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული მიგნებები ოპიატების მოხმარებით გამოწვეულ ზედოზირებასთან მიმართებით
10. მძლავრი, სწრაფად მზარდი და უკონტროლო Darknet,”-წერს ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g