LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე: „ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტი უნდა გახდეს…“

678
zura-sixarulidze-news3435

ნარკოლოგი, პროფესორი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობა აუცილებლად უნდა გახდეს.

გაეცანით მის სტატუსს ვრცლად:

„სანამ ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იქნება ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტი, სანამ არ მოხდება სისტემის დანგრევა, დეინსტიტულიზაცია (რაც გულისხმობს დიდი ინსტიტუციების გაუქმებას და სამედიცინო მოდელიდან სათემო მოდელზე გადასვლას), სანამ არ მოისპობა სერვისების მონოპოლიზაცია, იქამდე არ დამთავრდება. სანამ სოციალური მუშაკი, ფისქოლოგი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი არ შეთანხმდებიან ერთიან სამოქმედო გეგმაზე და ეს არ იქნება ფურცელზე დაწერილი ფორმალობა, სანამ არ მოხდება კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, სანამ არ გადავალთ ფსიქკიკური ჯანმრთელობის თანამედროვე – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტზე აწყობილ მოდელზე, მანამდე არასოდეს არაფერი გვეშველება! დანარჩენი არის „ბლა ბლა ბლა“ და მეტი არაფერი!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g