LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

492
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის იძულებითი მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.

ახალი განყოფილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად დაათვალიერა.

ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა იგეგმება. დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება  მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g