LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია – დიმიტრი ხუნდაძე

59

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.  ხუნდაძის განცხადებით, ნარკოგამსაღებლების მიმარათ იქნება დაუნდობელი ბრძოლა, დეკრიმინალიზაციასათან დაკავშირებით კი მუშაობა გრძელდება.

“ჩვენი პოლოტიკა გაგრძელდება ორი მიმართულებით. ნარკოგამსაღებლების მიმარათ იქნება დაუნდობელი ბრძოლა. ვიმუშავებთ ასევე დეკრიმინალიზაციასათან დაკავშირებითაც. არ უნდა დავიჭიროთ, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მისი პოპულარობის გაზრდის მიზნით. არ არსებობს სასარგებლო და უსარგებლო ნარკოტიკი, ყველა არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. ამ ფონზე გაუგებარია არასამთავრობო ორგანიზაციების ულტიმატუმი. სახელმწიფო მუშაობს ნარკოპოლიტიკაზე, ის უნდა შეიცვალოს, მაგრამ ისე, რომ არ გავავრცელოთ ნარკოტიკები ქვეყანაში,” – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, უნდა მოხერხდეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესზე გაცილებით მეტად იყოს საუბარი,  ვიდრე ნარკოტიკებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g