LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გასაკეთებელი ძალიან ბევრია: სახალხო დამცველის მოადგილე

89
გიორგი ბურჯანაძე

“პარლამენტში 2017 წელს ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ამ პრობლემის მოგვარებას ისახავდა, სამწუხაროდ, შემდგომი მსვლელობა აღარ მოჰყოლია. ის კანონპროექტი კი, რომელიც ამ შემთხვევაშია წარმოდგენილი, რაღაც ნაწილის გაუმჯობესებაა, მაგრამ პრობლემა რჩება, რომელიც გამოსასწორებელია,” – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატის შენიშვნა ნაკოტიკულ საშუალებების დოზებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, დოზების განსაზღვრას ეხება.

„ჩვენი მთავარი შენიშვნა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ყოველთვის არის ის, რომ გასაკეთებელია ძალიან ბევრი. უამრავი პრობლემა რჩება, რომელიც ამ მხრივ გამოსასწორებელია,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალებების ბევრი ოდენობა რჩება, რომელსაც  შესაბამისი მცირე და საწყისი ოდენობები არ აქვს, რაც დამატებით მუშაობას საჭიროებს.

“შესაბამისი ორგანიზაციები, რომელშიც არიან ნარკოლოგები და ადამიანები, რომლებიც სპეციალურ ცოდნას ფლობენ, აღნიშნავენ, რომ დოზები, რომელიც კანონპროექტშია წარმოდგენილი, საკმარისად მაღალი არაა, მცირე დოზებია განსაზღვრული. როგორც ნარკოლოგები აღნიშნავენ, გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობაში მოქცევა, მაინც სისხლის სამართლის სპეკულირების ქვეშ მოხდება და ეს პრობლემაა, ამიტომ  მნიშვნელოვანია შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ შესაბამისი მოსაზრებების წარდგენა და დოზების იმის მიხედვით განსაზღვრა მოხდეს, რაც რეგულარული მომხმარებლებისთვისაა საჭირო“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g