LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

56

სპეცოპერაციისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 8 პირის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლო პროცესი დღეს, 11:30 საათზე გაიმართება. აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს. საქმის მასალები უკვე გადასცეს ბრალდებული პირების ადვოკატებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g