LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შემთხვევების პრევენციისთვის „მანდალა” ტესტერებს გაავრცელებს

470_47573949_368276027254543_6769106184935833600_n

ნარკოტიკული საშუალებით შესაძლო ინტოქსიკაციის შემთხვევებზე რეაგირების მიზნით ორგანიზაცია „მანდალა – ზიანის შემცირება” დღეს საღამოს კლუბ „მტკვარზე” და „ხიდზე” განახორციელებს პრევენციულ აქციას და უფასოდ გაავრცელებს ნარკოტიკული ნივთიერებების ტესტერებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ადამიანების ინტოქსიკაციის შემთხვევები, რომლებიც სავარაუდოდ ფენტანილის მოხმარებით იყო გამოწვეული!

არსებობს ინფორმაცია, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ, რას მოიხმარდნენ და აღნიშნული ნივთიერება შეიძინეს, როგორც MDMA!

აქედან გამომდინარე,  მანდალა – ზიანის შემცირება • Mandala – Harm Reduction – ის გუნდი საგანგებო რეჟიმში შეეცდება განახორციელოს პრევენციული აქცია კლუბ „მტკვარზე” და „ხიდზე”

ჩვენ სრული კონფიდენციალურობის დაცვით და უფასოდ გავავრცელებთ ნარკოტიკული საშუალებების ტესტერებს!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საუბარია  „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ სინთეზური ნარკოტიკული საშუალებით მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ორგანიზაციამ გუშინ გამოაქვეყნა. დავით სუბელიანის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალება ემ დი ემ ეი შეიძინეს, გუშინ კომატოზურ მდგომარეობაში იყვნენ, მათგან ერთ-ერთი კი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g