LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია მერიაში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება

89

მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა.

“მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც შეეხება მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ისინი უახლოს მომავალში შეივსება კვალიფიციური კადრებით, მათ შორის სამ ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად, თანმიმდევრულად ვმუშაობთ და ეფექტურად განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g