LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nasa მარსზე საცხოვრებლად მოხალისეებს ეძებს

147
Screenshot 2024-02-22 133932

Nasa მარსზე სიცოცხლისუნარიანობას ამოწმებს და საინტერესო სიმულაციისთვის მოხალისეები სჭირდება. სიმულაციური მისია დედამიწის ზედაპირზე გაიმართება და სპეციალისტებს „წითელ პლანეტაზე“ ადამიანის ფუნქციონირების შესწავლაში დაეხმარება.
უჩვეულო ექსპერიმენტი სამი წელი გაგრძელდება და თითოეულ ეტაპზე მონაწილეებს „მარსზე“ დარჩენა ერთი წლის განმავლობაში მოუწევთ.

ექსპერიმენტის მიზანი იმ ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევების დადგენაა, რომელთა წინაშეც ასტრონავტები მარსზე გადასვლის შემდეგ აღმოჩნდებიან. სიმულაციის დროს მოხალისეებს რესურსების შეზღუდვასთან, გაუმართავ აღჭურვილობასთან და სხვა გარემო ფაქტორებთან მოუწევთ გამკლავება.

თითო ეკიპაჟი 4 ადამიანისგან დაკომპლექტდება. შერჩეული კანდიდატები 20-დან 55 წლამდე ჯანმრთელი, აშშ-ს მოქალაქეები უნდა იყვნენ. ასევე უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ხარისხი ინჟინერიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში ან კომპიუტერულ მეცნიერებებში. ისინი ჰიუსტონში, nasa-ს კოსმოსურ ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ 157 კვადრატული მეტრის ფართობის, 3D პრინტერზე დაბეჭდილ სივრცეში იცხოვრებენ.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 2 აპრილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები