LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამ მდგომარეობაში თხილამურებით სრიალი აიკრძალება

484

სათხილამურო ტრასებზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალი აიკრძალება, ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, სათხილამურო ტრასებზე, თოვლმავლებით სრიალის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

„ამ ორი რეგულაციის ამოქმედების გარდა, განიხილება კიდევ რამდენიმე ცვლილება, მათ შორის, შესაძლოა, მოზარდებისათვის ჩაფხუტით სრიალი გახდეს სავალდებულო. ერთ კვირაში მოვამზადებთ საბოლოო ვარიანტს, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს წარვუდგენთ და უკვე 10 დღის განმავლობაში მთავრობასა და პარლამენტს გადაეგზავნება“ – განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცვლილებების პროექტზე ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. სანდრო ონოფრიშვილის განმარტებით, ახალი რეგულაციების ამოქმედება გარკვეულმა ხარვეზებმა და ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

„კანონპროექტის ამოქმედებამდე, შაბათიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სათხილამურო კურორტებზე სამართალდამცავები განახორციელებენ პატრულირებასა და მონიტორინგს. აიკრძალება სათხილამურო ტრასებზე თოვლმავლებით სრიალი და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს განარიდებენ ტრასიდან“ – განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები