LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამი მკვლელი დანაშაულის ადგილთან დაბრუნდა და პოლიციას უყვირა

119
34675

მკვლელი დანაშაულის ადგილთან მაშინ დაბრუნდა, როცა იქ პოლიცია მუშაობდა და ერთ-ერთ ოფიცერს გაესაუბრა კიდეც. Daily Star-ის ინფორმაციით, კაცი ნასვამი იყო და ხელში ბრენდის ბოთლი ეკავა.

2022 წლის 25 ივლისს, 44 წლის ედრიან ელენგფორდი საკუთარ სახლში, მრავლობითი ჭრილობით მოკლეს. სანამ პოლიცია დანაშაულის ადგილს სწავლობდა, გარეთ მდგომ ოფიცერს ნასვამი მამაკაცი მიუახლოვდა. გამვლელი მთვრალი იყო და პოლიციელს უყვირა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის 26 წლის ბაფი მარეკა გეკო იყო.

ინციდენტი პოლიციის ფორმაზე დამაგრებულმა პორტატიულმა კამერამ გადაიღო. ნასვამი ბაფი ყვიროდა, რომ იცოდა თუ რა მოხდა აქ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვლილის შეყვარებულსა და მკვლელს შორის წარსულში რომანტიკული კავშირი იყო და ეს ურთიერთობა გოგონას ინიციატივით დასრულდა. გეკომ ქალს სხვასთან წასვლა ვერ აპატია და მის ახალ შეყვარებულზე შური იძია.

დამნაშავე დააკავეს და რამდენიმე დღის წინ სასამართლო პროცესიც გაიმართა. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებიათ, მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები