ნატა ასათიანი მადრიდში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ მღერიან ქართველი ქომაგები გია მაჭარაშვილისა და ირმა სოხაძის მიერ დაწერილ სიმღერას „გაიღიმე“.
ნატა აღნიშნავს, რომ ეს მისი ოჯახისთვის უაღრესად სასიამოვნო ფაქტია:
„მართლა მიჭირს გააზრება, რომ რამდენი ქართველიც ცხოვრობს დღეს დედამიწაზე, იმდენმა იცის მომღერალი დედაჩემის მიერ დაწერილი ლექსი ზეპირად!.. ჩვენი (ოჯახის) პერსპექტივიდან უაღრესად სასიამოვნო რამ არის…“