LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალი პორტმანმა „დიორის“ ულამაზესი კაბით ყველა და ყველაფერი დაჩრდილა, რომლის ორიგინალიც 1949 წელს შეიქმნა

407
ნატალი-პორტმანი

კანის რიგით 76-ე კინოფესტივალის ფარგლებში ახალი ფილმის „მაისი, დეკემბერი“ პრემიერა შედგა. წითელი ხალიჩის მთავარი სტუმარი ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, ნატალი პორტმანი იყო. ოსკაროსანი მსახიობი ბრწყინავდა „დიორის“ ლეგენდარული ვინტაჟური კაბით, რომელიც 1949 წელს არის შექმნილი.

კაბა მბზინავი კორსეტითა და ულამაზესი ხელნაკეთი დეტალებთ პორტმანისთვის ახლიდან შეკერეს, მისი ორიგინალური ვერსია მეტროპოლიტენის მუზეუმში ინახება. ეს კაბა პირველად კრისტიან დიორის მუზას ალა ილჩუნს ეცვა. ჯერ კიდევ მაშინ, ყველა ამბობდა, რომ ეს იქნებოდა  ბრენდის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი კაბა.

ნატალი პორტმანის ცეცხლოვანი გამოჩენა „დიორის“ წითელი კაბით „თორის“ პრემიერაზე

„შავი გედის“ დაბრუნება – 41 წლის ნატალი პორტმანი „ვერიეთის” გარეკანზე ბრწყინავს

„შავი გედი“ – ნატალი პორტმანი „დიორის“ შავ კაბაში ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები