მსახიობმა და მომღერალმა, ნატალია ორეირომ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სიმღერა „United by Love“ ჩაწერა.
სიმღერა ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებზეა, მუსიკა კი ლათინოამერიკულ რიტმებს შეესაბამება.
ოფიციალური ვიდეო Warner Música-ს Youtube-არხზე გამოქვეყნდა. 18 მაისიდან კი სინგლი ყველანაირ ციფრულ ფორმატზეა ხელმისაწვდომი.