LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე: „ადამიანებს სრულად რომ ჰქონდეთ გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობაა შვილის გაჩენა, დიდი შანსია, სერიოზულად დაფიქრდე, გიღირს თუ არა ამ პასუხისმგებლობით ცხოვრება… ვღელავ, რას ვჭამთ, რა პროდუქტი გვაქვს, რას ვსუნთქავთ…“

311
3a25a639-6710-4475-893f-856aaacb6966

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე „აჭარის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში შვილის გაჩენის დიდ პასუხისმგებლობაზე საუბრობს:

„ადამიანებს სრულად რომ ჰქონდეთ გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობაა შვილის გაჩენა, დიდი შანსია, სერიოზულად დაფიქრდე, გიღირს თუ არა ამ პასუხისმგებლობით ცხოვრება. თუ აღიქვამ, რომ საპასუხისმგებლო ამბავია, თუ ზედაპირულად უყურებ, ალბათ, სხვაა, მაგრამ მე ვღელავ და სერიოზულად განვიცდი, რა გარემოა დღეს საქართველოში… იდეალურ კოლბას არ ვეძებ, რომ ბავშვი იქ ჩავსვა, მაგრამ ჩვენს გარემოს ბევრი საფრთხე აქვს… რას ვჭამთ, რა პროდუქტი გვაქვს, რას ვსუნთქავთ. ვღელავ, რომ ჯანსაღად აზროვნებდეს და კეთილი ადამიანი იყოს, რაც ალბათ, ყველა მშობელს ადარდებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g