LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე: “მძღოლზე არაფერს დავწერ, ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით”

7713
gegwgwgwe

ნატალია ქუთათელაძე თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც ტროტუარზე მდგომ ბავშვს მანქანა დაეჯახა.

ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “ჩვენ როგორც საზოგადოება ვერ შევდექით”.

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“გუშინ ტროტუარზე პატარა ბიჭი იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა.

ბავშვი ცოცხალია, მაგრამ ფეხის ამპუტაცია მოუწიათ ექიმებს, სხვა მრავალ დაზიანებებთან ერთად.

მძღოლზე არაფერს დავწერ.

ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით. არავის გვაინტერესებს ჩვენი სახლის ზღურბლს იქით რა ხდება. სხვისი გათვალისწინება “ტეხავს”. რაც უფრო არ დაემორჩილები კანონს, უფრო “მაგარი” ხარ, სადარბაზოში ლიფტში მოსაქმება არა უშავრს, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა არა უშავრს, წითელზე 120-ით გასვლა არა უშავრს, “გონკაობა” არა უშავრს,ტელევიზიებიდან დედის გინება არა უშავრს, ერთმანეთის შეურაცხყოფა არა უშავრს და აბა რა “უშავრს?” – წერს ნატალია ქუთათელაძე.

შარტავას ქუჩაზე ავარიისას არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g