მსოფლიოში ერთ-ერთმა წარმატებულმა რუსმა მოდელმა, 35 წლის ნატალია ვოდიანოვამ უკვე დიდი ხანია საკუთარი სტილი იპოვა. ის ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება და მისი გარეგნობა უმცირეს დეტალებამდე კარგად მოფიქრებულია. თუმცა, ცოტა ხნის წინანდელმა ფოტოსესიამ მისი თაყვანისმცემლების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოწვია.
მოდელის Instagram-ზე გაჩნდა ფოტო, სადაც 90-იანი წლების დროინდელ სამოსში პოზირებს. ნატალიას ლურჯი სპორტული შარვალი აცვია, რომელსაც განიერი წითელი ზოლები აქვს. ზემოდან მოკლე ხაკისფერი ქურთუკი აქვს შემოცმული, ფეხზე კი შავი ფერის წვეტიანი და ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია.