LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ყიფშიძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა: „ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი ჩვენი ანუ სიმართლის გამარჯვებით დასრულდებოდა“ – რას წერს მსახიობი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

247
ნატალია ყიფშიძე

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­და. მსა­ხი­ობს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას და გზის უკა­ნო­ნოდ გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბო­და. საქ­მე მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ჩი­კა­შუ­ამ გა­ნი­ხი­ლა და ნა­ტა­ლია 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ინფორმაცია „ფორტუნას“ მსა­ხი­ო­ბის დე­დამ, კრის­ტი ყიფ­ში­ძემ დაუდასტურა.

„ხუთასი ლარით დააჯარიმეს, ოღონდ არ ვიცით რატომ, არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ“, – აღნიშნა კრისტი ყიფშიძემ „ფორტუნასთან“.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა – თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პასუხი გასცა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი ჩვენი, ანუ სიმართლის გამარჯვებით დასრულდებოდა. მეტიც – ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი არც იარსებებდა. 24 აპრილს 21:08- ზე მივედი პარლამენტის ტერიტორიაზე.

კანონს ვითვალისწინებდი და ვიდექი ტროტუარზე, სანამ არ შევიკრიბეთ იმდენი თანამოაზრე , რომ მარში კანონიერი ყოფილიყო. მე არ ვმალავ აქციაზე სიარულს, პირიქით სიამაყით ვამბობ ხმამაღლა, რომ ყველა ნამდვილ პატრიოტთან ერთად ვდგავარ აქციაზე ბოლო 2 თვის მანძილზე.

ვიდეოთი, რომელიც ამ პოსტს დავურთე მიმტკიცებენ რომ გზა გადავკეტე უკანოდ, რადგან ხალხის რაოდენობა არ ყოფილა მათი აზრით იმდენი რამდენიც ამ საქციელს გაამართლებდა.

ხედავთ ვიდეოში ხალხის რაოდენობას, ვერ ხედავთ დროსა და თარიღს. დავსვით კითხვა ადამიანის რა რაოდენობა ჩაითვლებოდა მისაღებად და ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. თვითონვე აღნიშნეს რომ პოლიციას არ გამოუყენებია გაფრთხილება, რადგან იმდენი ადამიანი იყო აქციაზე, რომ ორი პოლიციელისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო მათი გაფრთხილებაო.

დღევანდელი პროცესი იყო აი, ის სპექტაკლი – მსახიობს რომ ნათლად ემჩნევა დაზეპირებული ტექსტი ისეთი პერსონაჟის, რომლის მორალებს თვითონ არც კი იზიარებს.

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი და პოლიციის დანახვისას ვერ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ჩვენი ქვეყნის დღევანდელ წყობას შემთხვევით რომელიმე ქვეყნის რეჟიმს ხომ არ ამსგავსებთ?“, – წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში.

ნატალია ყიფშიძის ინფორმაციით, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით იყო შედგენილი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g