როგორ შეიძლება მეუფე იყოს ან შევარდნაძისტი, ან ბიძინისტი, ან მიშისტი. მეუფე უნდა იყოს ღმერთის, ჩვენც უნდა ვიყოთ ღმერთისტები.ასე გამოეხმაურა ლეიბორსტული პარტიის ლიდერი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.
,,თვითონ იმათი ბრალია დღეს, ვინც დაზარალდა. დაზარალდა, სამწუხაროდ, პირველ რიგში, მრევლი… დაზარალდა უმღლესი სამღვდელობა, რომელიც ჩაება პოლიტიკურ ფერხულში”-აღნიშნა ნათელაშვილმა
ამასთან, ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი პეტრე ცაავას მიერ გაკეთებული განცხადებების უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავს.
,,არ გახსოვთ, მეუფე პეტრესთან რომ ჩავიდა ბიძინა ივანიშვილი და ტკბილი ჩურჩული ჰქონდათ?იმის შინაარსი ან სტენოგრამა ვინმემ თქვა?აი , ის ცანცარა მღვდელი, რომ დაიჭირეს, პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, ეს დაგეგმილი იყო ივანიშვილის მითითებით. ამ კაცს არ შეუძლია აიტანოს ქართული სახელმწიფო”- ამბობს ნათელაშვილი
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/654761291597705/?epa=SEARCH_BOX
დღევანდელი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა.
სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.
პრემიერის საგანგებო განცხადება: მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები პატრიარქზე, არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე
მისი თქმით, ეკლესიამ, პატრიარქის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მღვდელმთავრობიდან გადააყენა.მეუფე პეტრეს თქმით, ის მსახურებას გააგრძელებს.
ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის
საპატრიარქომ უკვე გაავრცელა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის ოქმი, სადაც ოფიციალურად შედარებით ვრცლადაა აღწერილი დღეს განვითარებული მოვლენების სინოდისეული ვერსია.
გამწესება მონასტერში პეტრეს და გაფრთხილება იაკობს – რა წერია სინოდის სხდომის ოქმში
სხდომას 42 მღვდელმთავარი ესწრებოდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა.წმინდა სინოდის სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
პატრიარქის თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა - მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ