LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნათელი შენს ხსოვნას, ჩემო ზურიკო… ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, რომლის იმედი ჰქონდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც საქართველოსთვის უძგერდა გული“ – პაატა ბურჭულაძე ზურაბ წერეთელზე

200
პაატა ბურჭულაძე

მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს, რომელიც 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ემშვიდობება.

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ზურაბ წერეთელთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„გარდაიცვალა, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ზურაბ წერეთელი, რომლის იმედი ჰქონდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც საქართველოსთვის უძგერდა გული, რომლის ოჯახში 24 საათი იყვნენ სტუმრები და იყო გაშლილი ქართული სუფრა, რომელიც იყო ლეგენდა.

ნათელი შენს ხსოვნას, ჩემო ზურიკო“, – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

გარდაიცვალა, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ზურაბ წერეთელი, რომლის იმედი ჰქონდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს.რომელსაც…

Posted by Paata Burchuladze on სამშაბათი, 22 აპრილი, 2025

ცნობისათვის, ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი იყო. 2002 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. ბოლო პერიოდში ის რუსეთში მოღვაწეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g