LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნათელში იყოს შენი ლამაზი სული დიმა… ძალიან დაგვწყვიტე გული“ – თბილისში, სანაპიროსთან მომხდარ ავარიას 22 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

450
დიმა პანიუკოვი - ავარია სანაპიროსთან

გუშინ თბილისში, სანაპიროზე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი დიმა პანიუკოვი ემსხვერპლა.

აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გიორგი ფირცხალაიშვილი წერს და გვიზიარებს ახალგაზრდა ბიჭის ფოტოს, რომელიც ავარიას ემსხვერპლა.

„რა ვთქვა აღარ ვიცი რით დავიწყო შენზე საუბარი უწესიერესი და ძალიან კარგი მეგობარი შვილი ძმაკაცი და შემიძლია კიდე ბევრი ვილაპარაკო დიმა შენზე, ეს ის მომენტია უკვე მერამდენე ახალგაზრდა შეეწირა არასწორ მანევრს ყურადღებით იარეთ ხალხო ყურადღებით!

ვინც მიტოთი დავდივართ დაიმახსოვრეთ, არ ვართ დაცულები საერთოდ.

ბევრმა მაგის გამო დავანებეთ სიარული მოტოთი, როცა საჭესთან ზიხართ მანქანის სულ ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ ესეთი შეცდომა არ დაუშვათ და ესე უმიზეზოდ არ უნდა ვკარგავდეთ ახალგაზრდებს, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული დიმა ძალიან დაგვწყვიტე გული სულ რაღაც 22 წლის ასაკში 😢😢😢“, – წერს გიორგი ფირცხალაიშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g