LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე ხალხო..ისეთი ტრაგედიის წინაშე, რაც ბუკამ სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა კი არა, გადააქვს, ცხოველსაც კი მოკრძალება გაუჩნდებოდა“

484
ბუკა პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილის დაჯარიმების ფაქტს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.

როგორც ფანჯიკიძე აღნიშნავს, პეტრიაშვილი მამებისა და შვილების მარშზე დაჯარიმდა.

„ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე ხალხო. თანაც კიდევ ვისი ხელით? სანქცირებული ნაციონალი მოსამართლის ხელით, ვითომ ნაცების რომ გეშინიათ ზოგს. ბოროტების ზეიმია ქვეყანაში. ისეთი ტრაგედიის წინაშე, რაც ბუკამ სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა კი არა, – გადააქვს, ცხოველსაც კი მოკრძალება გაუჩნდებოდა. რა სიბნელე და მართლა დემონები და ქვესკნელი ამოგდით სულში. მეტი არაა ჩემი მტერი სული ჰქონდეს ამის ჩამდენს. თქვენ რას ჩადიხართ, თორემ მას კი არ სჭირდება ვინმესგან თანაგრძნობა,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

პოლიტიკოსი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავდა.

პეტრიაშვილს 17 იანვარს, საპროტესტო აქციისას გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g