ნათია ფანჯიკიძე „სიცრუის დეტექტორში“ გივი სიხარულიძის მეგობრის მონათხრობს ეხმაურება. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ცნობილი სახე, რომელსაც „ტვ სტარად“ მოიხსენიებს, ციხეში უნდა მჯდარიყო.
შეგახსენებთ, რომ გივი სიხარულიძის მეგობარმა მაყურებელს მოუთხრო, როგორ იძალადა ქალზე კოლორიტად აღიარებულმა პოპულარულმა სახემ.
გთავაზობთ ნათია ფანჯიკიძის სტატუსს:
„აი, იმ „ტვ-სტარის“ ვიდეოს ვუსმინე, რომლის ექსჰიბიციონიზმითაც გართულია ნახევარი ერი და ყველა ტელევიზია. არ ვაზიარებ, რადგან ამ აბსოლუტური ფსიქოპათოლოგიური ვითარების ტირაჟირება არ მინდა. ისედაც ალბათ ბევრი გადააწყდით გადაცემის ამ ფრაგმენტს, რომლიდანაც ირკვევა (უფრო სწორად, ნორმალურ ქვეყანაში და საზოგადოებაში გაირკვეოდა), რომ თურმე „ტვ-სტარობა“ კი არა, ციხეში უნდა მჯდარიყო. ძალადობის და პირდაპირი მნიშვნელობით წამების ფაქტს ყვებიან სიცილ-კისკისით. კისრით დაბმული ადამიანი (კიდევ კარგი, არ გაიგუდა) რა სასაცილოა… დავიხოცეთ სიცილით… ტელევიზიასაც რომ არაფერი ეუცხოება და მსმენელიც რომ არავინ უჩივის, რომ ცინიკური ძალადობის ფაქტის რომანტიზებას და სიმპატიზირებას ახდენენ, ეს ცალკე ჩვენი დიდი პრობლემაა. კიდევ კარგადაა ეს ქვეყანა, სხვადასხვა შინაარსის პათოლოგიური შთაგონებების ქვეშაა ხალხი წლითი წლობით. ამ გადაცემაზე მოკისკისე საზოგადოებამ ყალბადაც კი აღარ იუცხოვოს ირგვლივ ათასი ჯურის მოძალადის არსებობა“.