LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: ჯერ ხომ ბოლომდე დათვლილი არ არის ხმები? ან რატომ ზეიმობს ვინმე, ან რატომ გლოვობს?

183
ნათია ფანჯიკიძე

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

როგორც ფანჯიკიძე აღნიშნავს, პროგრამა მინიმუმი მაინც შესრულდა, რადგან ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიგო.

„ერთი რაღაც ვერ გავიგე, რაჭველებს მეტი ახსნა გვჭირდება – ჯერ ხომ ბოლომდე დათვლილი არ არის ხმები? ან რატომ ზეიმობს ვინმე, ან რატომ გლოვობს? ჯერ ხომ სამუშაო პროცესია? სამუშაო პროცესში რა როლი აქვთ დამკვირვებლებს, ხმის დათვლას ვინ ესწრება? მხოლოდ ერთი მხარე ითვლის? ეგეთების მოსმენა უფრო საინტერესო იქნებოდა ამ ეტაპზე ჩემი აზრით, ვიდრე რომელიმე განწყობის ფიქსირება. აზრის, განწყობის და მოლოდინების ჩამოყალიბება იმაზე, ვინ რა წააგო და ვინ რა მოიგო და რაც მთავარია, საქართველომ რა მოიგო ან რა წააგო, დაზუსტებული შედეგების შემდეგ ხომ არ ჯობს? ემოციის ირაციონალური ხარჯვა და ცვეთა ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დამაზიანებელი თვისებაა, იმას ჰგავს, ერთი საზამთროს გარეცხვისთვის ტონა გამდინარე წყალს რომ უდიერად ხარჯავენ.

პ.ს. ბოლოს და ბოლოს, პროგრამა მინიმუმი მაინც ხომ შესრულდა, – საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიგო სახელისუფლებო მონოლითმა. არც ესაა სახუმარო შედეგი იმ მოცემულობაში, როცა პოლიტიკური დინამიკის გაჯანსაღების მიზნით, ხალხის მონდომებამ ოპოზიცია ბარიერს გადაატარა, მათი, როგორც კონკრეტული ფიგურების მიმართ განსაკუთრებული ნდობის გარეშე,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები