LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ ბუნებრივი კატაკლიზმები გაიზრდება, მაგრამ არ შემცირდება, მთელი ყურადღება პრევენციაზე უნდა იყოს მიმართული“

183
natiafanjikidze-2021-09-21-10-54-16-961508-2022-09-06_08-56-16_928557

„კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ ბუნებრივი კატაკლიზმები გაიზრდება, მაგრამ არ შემცირდება. მთელი ყურადღება პრევენციაზე უნდა იყოს მიმართული“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე წერს სოციალურ ქსელში, რითაც გურიაში სტიქიის გამო არსებულ მძიმე ვითარებას ეხმაურება.

გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

„ყველა მყინვარის „ჯიბეში“ ჯებირი, სიგნალიზაცია, მოქმედების გეგმა, მთიანი რეგიონებისთვის თითო ვერტმფრენის გამოყოფა, რომ აფრენიდან 10-15 წუთში მოხვდნენ კატასტროფის ადგილზე, ავსტრიელი და შვეიცარიელი ექსპერტების ჩამოყვანა და მათი გამოცდილების გაზიარება.

გურიის გუბერნატორი: ამ დროისთვის, ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს

„მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები“

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ყოველ წამს გვაფრთხილებენ მეცნიერები, ვარაუდობენ, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში ეკომიგრანტების ტალღები მიაწყდება სხვადასხვა ქვეყანას. პლანეტა არის ავად. მოქმედებაა საჭირო, რაც შეიძლება თანმიმდევრული და მიზანმიმართული. ამდენის ატანა რომ გრძნობებს აღარ შეუძლია, ეს ცალკე საკითხია და ამაზე მოთქმის დროც კი არ გვაქვს. მოქმედებაა საჭირო, ყოველდღე გადაუდებელ საკითხთა შორის ერთ-ერთი პირველი ეს უნდა იყოს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გურიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ლანჩხუთის მერი: ლანჩხუთში ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო, სახლი კი სტიქიის შემდეგ მიწაში დაიმარხა, ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფი და ტალახია

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g