ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან კინოპრემიერას ეხმაურება.
როგორც ფანჯიკიძე წერს, დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია ,,ქვასროლია ბანდების თარეში აღკვეთოს”.
,,სიმართლე გითხრათ, ზოგად ნიჰილისტურ განწყობას მიჩენს მთლიანად ის ისტერიული ფონი, რაც ქვეყანაშია და დამატებით, კინოჩვენების “აკრძალვამაც” უფრო სიცილის ხასიათზე დამაყენა, ვიდრე სერიოზული აზრის გამოხატვის, სანამ დასისხლიანებული გოგო არ დავინახე. უპირველესი პრეტენზია მაინც სახელმწიფოსთან მაქვს, რომ არ შეუძლია აღკვეთოს ქვასროლია ბანდების თარეში, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ტერორი მოუწყონ მათთვის არმოსაწონი ადამიანების ჯგუფებს.
BBC ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან პრემიერაზე სტატიას აქვეყნებს
ვისაც ვინ არ მოსწონს, ყველას თუ უფლებას მივანიჭებთ ერთმანეთს დაერიონ, ქვა ქვაზე აღარ დარჩება ქვეყანაში, რაც არაერთხელ გვიქნია და მერე მონანიე კანიბალებად ვიქცევით ხოლმე, იმის გამო, რაც თავად ჩავიდინეთ, ან უფრო უარესი, ვერასდროს ვაცნობიერებთ, რა ჩავიდინეთ. რაც შეეხება თავად ფილმს, რომელიც ჯერ არ მინახავს, მაგრამ საერთოდ არა აქვს ამას მნიშვნელობა, მინახავს თუ არა – ხელოვნება მეცნიერების ნათესავია და ხშირად უფრო სიღრმისეულ, გრძნობით ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მშრალი სამეცნიერო სახელმძღვანელოები, რადგან ხელოვნების უპირველესი გზა ემოციურ ინტელექტზე წვდომაა და ყველასათვის გასაგებს ხდის მნიშვნელოვან თემებს, ხან მომავლის ჭვრეტის და იმპულსის გაჩენის ფუნქცია აქვს, ხანაც არსებულის გაანალიზების. ხელოვნებაზე შეტევა ნიშნავს ავკუწოთ “ტიტველი ქალების” გამოსახულებები, ტანსაცმელში გამოვაწყოთ ანტიკური ქანდაკებები, ავკრძალოთ ფიქრი, გავანადგუროთ წარმართული ძეგლები, კაცობრიობის ისტორიის ყველა მატერიალური ნაშთი. ყველაფერი, რაც ადამიანებს ეხება, ადამიანურ გრძნობებს, სიყვარულის ნაირნაირ ბუნებას, თუნდაც მკვლელობის მანიას (დიდი ინეტერესით ვუყურებთ ხოლმე სერიული მკვლელების შესახებ ფილმებსაც, მოგეხსენებათ), არის ცოდნის, ადამიანის ბუნების შესწავლის აუცილებელი სურვილი. საუკუნეების მანძილზე, გაურკვეველი ერუდიციის ადამიანების მიერ რომ აღკვეთილიყო ხელოვნების არსებობა, თომას მანის გენიალურ ნაწარმოებზე “სიკვდილი ვენეციაში” შექმნილ ვისკონტის კიდევ უფრო გენიალურ ეკრანიზაციას ვერასდროს ვნახავდით და კიდევ რამდენ რამეს, ჩამოთვლას ცუკერბერგის მთელი სერვერი ვერ ეყოფა.
ძალიან კარგად მესმის ადამიანების შიშების ბუნება და დასაცინად არ მიმაჩნია ეს გრძნობა, ყოველთვის იმ აზრის ვარ, რომ თუ ვინმეს რამე აშინებს, უკეთ უნდა აუხსნა, მაგრამ სანამ ყველა ადამიანს კარგად ავუხსნით, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ, მანამდე ხელოვნება არსებობას ვერ შეწყვეტს და ვერც ადამიანების მრავალფეროვნებას გავაქრობთ იმისთვის, რომ ვინმეს უფრო მშვიდად ეძინოს. ასევე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ბევრად მეტი სარგებელი აქვთ შემოტანილი კაცობრიობის ინტელექტუალურ ბანკში, ვიდრე მათი ორიენტაციის გამო ვინმეს რამე დაშავებია. ნუ გვეშინია ერთმანეთის სულიერი და გრძნობათა სამყაროს თვალიერება. ეს ყველაფერი ჩვენ ვართ, ადამიანთა სახეობა და გვჭირდება ერთმანეთის ცნობა, ცოდნა. ყველას გვჭირდება ერთმანეთი და არცერთ ჩვენგანს არა აქვს არანაირი, ოდნავი საფუძველიც კი, ვინმე თავისზე ნაკლებმნიშვნელოვანი ეგონოს.
სახარება, ბიბლია, ათი მცნება, რწმენა, სოდომ-გომორი… ათი მცნებიდან “არა კაც ჰკლა”, “არა იპარო” , “არა ცილი სწამო”….. გააუქმეს? ყველა ცოდვა სიტუაციურად და კოხტად მოირგო კაცობრიობამ, მშვენივრად გაუსწორა თვალი ცხოვრებაშიც და კინოეკრანებზეც, მხოლოდ ხანდახან და საკმაოდ ნაზი გმობით ეხმაურება ნაირნაირ სისასტიკეს და ბოროტებას, გარდა სიყვარულისა და მითუმეტეს სიყვარულის ფიზიკური მხარისა, რომელსაც ვერა და ვერ შეეგუა, ვერ შეითვისა და ყველაზე სამარცხვინო ცოდვად აღიქვა.
ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნაწყვეტი ვრცელდება (ვიდეო)
არადა, ასეთივე გულმოწყალებით სიყვარული რომ აღექვათ ადამიანებს, ყველა სხვა ცოდვა თუ სულ არ გაქრებოდა, ერთი ათასად მინელდებოდა. ნუთუ მაფიოზებზე, აფერისტებზე, მკვლელებზე და ქურდებზე გადაღებული ფილმები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნებისმიერი ფორმის სიყვარულის ნახვამ შეიძლება დააზიანოს ჩვენი შინაგანი მხეცი?”
სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს - 89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე
„უყურებ კინო „ამირანთან განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის, ნუთუ ამდენი მე 19 -ე საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი არსებობს კიდევ?