LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე : როგორ მინდა, ასე ყალბი ჭირისუფალი არ იყოს ჩემი ქვეყანა და ხალხი

217

ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ამომრჩეველს შალვა შავგულიძისთვის და ლევან სამუშიასთვის მხარი აუცილებლად უნდა დაეჭირა.

ორდენოსანი…

როგორ მინდა, ასე ყალბი ჭირისუფალი არ იყოს ჩემი ქვეყანა და ხალხი. ამ ყველასაგან გაწირული ქალის გვერდით მდგომი შალვა შავგულიძე, თავისუფალი დემოკრატების და სრულიად ერის სინდისი “დამარცხდა” „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალებთან“.
„კაბელების საქმეზე“ დაკავებული უდანაშაულო ადამიანების ადვოკატი, პროფესიონალი, სამართლიანი, ზნეობრივი, ფანტასტიკური ადამიანი, ასევე თავისუფალი დემოკრატი ლევან სამუშია “დამარცხდა” ქართულ ოცნებასთან და ნაციონალებთან.
მე ვთვლი, რომ ამით ამომრჩეველმა გამოხატა თავისი რეალური დამოკიდებულება ქართული სამართალის, როგორც ღირებულების მიმართ. რომელი პარტიის მხარდამჭერიც არ უნდა ყოფილიყავით, მაჟორიტარებად ეს ორი ადამიანი უნდა აგერჩიათ. თქვენივე თავისთვის. თქვენივე შვილების მომავლისთვის. უკეთესის შემოთავაზება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

 

magti 5g