LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „სანამ დედა გყავს, ყველაფერი ცოტა უფრო ადვილია, როცა აღარ გყავს, აღარც „მთავარი დამნაშავეა”, ვისაც შენს ყველა მარცხს მიაწერდი და აღარც ვინმეა, ვისაც ყველა შენი მარცხის ან „დანაშაულის” მიუხედავად უხარია, რომ ამქვეყნად ხარ…“

270
ნათია და დალი ფანჯიკიძეები

ნათია ფანჯიკიძე დედის დღესთან დაკავშირებით ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს და იხსენებს დედას, ცნობილ მთარგმნელს, დალი ფანჯიკიძეს:

„ჩემს წარმოდგენაში დედის დღე დედაჩვენებს ეკუთვნის, რომლებიც ყველას გვყავდა ან გვყავს და არა ზოგადად ქალებს.

დედებს, რომლებისაც ხან მადლიერები ვართ, ხან ვსაყვედურობთ ყველაფერს, რაც ჩვენ ვერ შევძელით, მათ კი ყველაფერი სტკივათ ან სტკიოდათ, რაც ან თავად ვერ შეძლეს, ან ჩვენ ვერ შევძელით და მათ დავაბრალეთ.

განსაკუთრებით იმ დედებს ეკუთვნით, ვინც ყველაზე დიდი ტკივილი ნახა, ან ახლა შვილების ჯანმრთელობისთვის იბრძვის, ან შვილები უსამართლოდ დაუპატიმრეს, სცემეს, გაიმეტეს.

სანამ დედა გყავს, ყველაფერი ცოტა უფრო ადვილია, როცა აღარ გყავს, აღარც „მთავარი დამნაშავეა”, ვისაც შენს ყველა მარცხს მიაწერდი და აღარც ვინმეა, ვისაც ყველა შენი მარცხის ან „დანაშაულის” მიუხედავად უხარია, რომ ამქვეყნად ხარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g