LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „ვატო გელაშვილი არის „შეაჩერე კორუფციას“ წევრი და თვალში და ყელში ეჩხირებოდათ…“

648
natiafanjikidze-news2121

ნათია ფანჯიკიძე წერს იმ პირის შესახებ, რომელიც გუშინ დააპატიმრეს, ვატო გელაშვილი, მისი თქმით, თვალში და ყელში ეჩხირებოდა საქართველოს ხელისუფლებას. ნათია ფანჯიკიძე ამ თემაზე სტატუსს აქვეყნებს:

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას

„მეგონა, არც ერთი პოლიტიკური თემა აღარასდროს ამაღელვებდა, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ ამის შანსი არავის ეძლევა, ისეთი რამე უნდა მოხდეს და დაინახო, ხალხს სახეში უნდა ესროლონ, გავრილოვებმა უნდა ისეირნონ და ა.შ. რომ ჭკუიდან გადახვიდე. ახლა გავიგე, ვატო გელაშვილი, რომელსაც ასევე დამიზნებით ესროლეს 20 ივნისს თვალში და საბედნიეროდ, წარბში მოხვდა, დაუპატიმრებიათ, პარლამენტში შეჭრას ცდილობდაო (ნეტავ, იქ რა უნდა ეკეთებინა?), ვატო გელაშვილი არის ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციას” წევრი და დამფუძნებელი, ძალიან აქტიური, ძალიან შეურიგებელი ადამიანი, როგორც აქტივისტი, მაგრამ პარლამენტში შემჭრელად და ტანკის მძღოლად მისი წარმოდგენა ცოტა არ იყოს სასაცილოა. ადრე თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო. იმდენად ბევრს უფრიალებდა კორუფციის შესახებ საბუთებს თვალწინ, არ მიკვირს, რომ თვალში და ყელში ეჩხირებოდათ. მოკლედ, ქვეყანაში ძალიან აირია მონასტერი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g