LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნათია კი არ შემოვიდა, შემოანათა“ – როგორ შეცვალა ზურაბ ქაფიანიძის შვილის, ბექნუ ქაფიანიძის ცხოვრება ბავშვობის მეგობართან ერთმა შეხვედრამ

1000
ბექნუ ქაფიანიძე

ჟურნალ „სარკის“ რუბრიკის, „ცოლ-ქმრის კლუბის“ ახალი ეპიზოდის სტუმრები მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე და მისი მეუღლე, ნათია ჭიაურელი არიან.

ვიდეო: „საოცარი მამაა, უკეთესი არ შეიძლება ჰყავდეს ადამიანს, ჩვენი მეგობარია“ – რა სიურპრიზი მოუწყვეს და როგორ მიულოცეს დაბადების დღე ბექნუ ქაფიანიძეს შვილებმა პირდაპირ ეთერში

ბექნუ და ნათია მკითხველს საკუთარ სიყვარულის ისტორიას უყვებიან. როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, მათ შორის გრძნობა კი წლების შემდეგ გაჩნდა. წყვილი „სარკესთან“ იხსენებს შეხვედრას, რომელმაც მათი ერთობლივი მომავალი განსაზღვრა.

„მე და ნათია რაჭაში ერთ სოფელში ვცხოვრობდით და ბავშვობაში ვმეგობრობდით, ზაფხულს ერთად ვატარებდით, შემდეგ ისე მოხდა, რომ საკმაოდ დიდი პერიოდი ვეღარ შევხვდით.

რამდენიმე წლის წინ ზურა ქაფიანიძის 80 წლის იუბილე ჩატარდა და ნათია თეატრალურ უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. მახსოვს, ღონისძიება დაწყებული იყო, როცა კარი გაიღო და შემოვიდა, უფრო სწორად, კი არ შემოვიდა, შემოანათა, რაღაცნაირად შემობრწყინდა. მისმა შემოსვლამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ჩემ გვერდით მჯდარმა რამდენიმე ადამიანმა ადგილი დაუთმო. ისე მოვინუსხე მისი სილამაზით, თვალს ვერ ვწყვეტდი, გამომსვლელებს ვეღარ ვუყურებდი. ასეთი იყო ჩემი მისადმი პირველი ემოცია…

იმ პერიოდში საერთოდ არ ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე, მაგრამ მამაჩემის იუბილეზე გოგონას შემოსვლამ, რომლის თვალებშიც ვარსკვლავები ციმციმებდნენ, ყველაფერი შეცვალა“, – იხსენებს ბექნუ ქაფიანიძე.

სრულ ინტერვიუს ბექნუ ქაფიანიძესთან წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 25 მარტის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g