ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ექსპერტებს, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მიმართავს და ურჩევს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საზოგადოება წესების დაცვას მიეჩვიოს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„ძვირფასო ექსპერტებო, მთავრობავ და ოპოზიციავ!.. ამ ხალხს პირდაპირ უნდა უთხრათ – თუ პირბადეს არ გაიკეთებთ, დაიხოცებით შიმშილით, თუ ქორწილებში ირბენთ – დაიხოცებით შიმშილით, თუ არ მოიშლით უსარგებლო ადგილებზე 20-კაციანი შემადგენლობით სიარულს -დაიხოცებით შიმშილით, არ მინდა, რომ სკოლა ონლაინზე გადავიდეს! მინდა, რესტორნებმა იმუშაოს, არ მინდა არც ერთი ოფისის და დაწესებულების დაკეტვა. კულტურულად რომ იმუშაოს ყველაფერმა, ხომ შეიძლება დაიცვათ წესებიიიიიიიიიიი, თორემ ჩაგკეტავენ და მიყარეთ კაკალი. მე კი წავალ რაჭაში და ვიცხოვრებ იქ! დავიცავ წესებს. მაინც არ ჩავიკეტები, აღარ დავჯდები სახლში, არ დავსვამ ბავშვებს დღეში 5 საათი კომპიუტერთან…“