LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ნუცუბიძე: აქციის დროს დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება

343
regionali-hospital

20 ივნისს აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება, – ამის შესახებ რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განაცხადა.

„46 წლის პაციენტი იყო მძიმე მდგომაროებაში. ჩვენთან მართვითი სუნთქვის აპარატით იქნა გადმოყვანილი. პაციენტს მეორე დღეა დინამიკაში გაუმჯობესება აღენიშნება. მეორე დღე მოიხსნა მედიკამენტოზური სედაციიდან. რჩება გამარტივებულ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმზე, სპონტანურად ახელს თვალებს და ცდილობს მარტივი დავალებების შესრულებას. დინამიკაში გაუმჯობესება გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ერთი სტაბილურია და გაეწერება მალე. მეორე რჩება დაკვირვების ქვეშ“,- განაცხადა ექიმმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g