საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა Bank of America-ს ორგანიზებით შედგა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნიან.